გამოყენების ინსტრუქცია
საიტის რესურსების წვდომისათვის საჭიროა რეგისტრაცია.
რეგისტრაციის გასავლელად ეკრანის მაღალ მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ნიშანს:
თუ ხართ ახალი მომხმარებელი გამოსულ ფანჯარაში დააჭირეთ ღილაკს "რეგისტრაცია".
შეავსეთ მოცემული ველები და დააჭირეთ ღილაკს "რეგისტრაცია". ამის შემდეგ თქვენ მიიღებთ შეტყობინებას:
მადლობა დარეგისტრირებისთვის! დაწყებამდე, გთხოვთ დაადასტუროთ თქვენი ელფოსტის მისამართი ბმულზე დაწკაპუნებით, რომელიც გამოგიგზავნეთ ელ.ფოსტაზე გამოგიგზავნეთ. თუ ელფოსტა არ მიგიღიათ, ჩვენ სიამოვნებით გამოგიგზავნით სხვას.
რეგისტრაციისას მითითებულ ელ.ფოსტაზე თქვენ მიიღებთ დადასტურების ბმულს. დაწკაპეთ ბმულზე, თქვენ გადამისამართდებით ჩვენს საიტზე, სადაც შეძლებთ შეავსოთ თქვენი პროფილის ველები.
* შეავსეთ ყველა სავალდებულოდ მონიშნული ველი.
ველი "ჩვენს შესახებ" არ არის მონიშნული სავალდებულო შესავსებად , მაგრამ რეკომენდირებულია მისი შევსება. ამ ველიდან დაგენერირდება მეტა აღწერა საძიებო სისტემებისათვის (აღწერა რომელიც გამოჩნდება გუგლის ძიების შედეგებში).
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ თქვენ გადამისამართდებით თქვენს პროფილზე. აქ თქვენ შეგიძლიათ დაარედაქტიროთ თქვენი ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მასწავლებლის მონაცემები), შეგიძლიათ წაშალოთ, ან დროებით მოხსნათ გამოქვეყნებიდან თქვენი პროფილი.
* პროფილის გამოსაქვეყნებლად საჭიროა ადმინისტრატორის მიერ თქვენი რეგისტრაციის დადასტურება (დამატებითი მექანიზმი საიტის ბოტებისა და ფეიკ რეგისტრაციებისაგან დასაცავად). ადმინისტრატორი პროფილს დაადასტურებს მაქსიმუმ 24 საათში.